გამაახალგაზრდავებელი მეზობუსტერი ჰიალურონის და ქარვის მჟავების ბაზაზე დეჰიდრატირებული, წებოვანი, რეაქტიული კანისთვის 1.2%-იანი კონცენტრაციით. რთული, დაბალანსებული, გამოსაყენებლად მზა პროდუქტი. რეკომენდაცია 1 პაციენტებისთვის დაღლილი მორფოტიპით, სიწითლისკენ მიდრეკილი კანით, პოსტაკნეს კვალით, ანთებითი ლაქების სტაგნაციით და შეშუპებისა და წებოვნების ნიშნებით. პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ლიმფური დრენაჟის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება.
შემადგენლობა:
ჰიალურონის მჟავა (2.2 მილიონი და) 1.2%, ქარვის მჟავა 1.6%.
აქტიური ინგრედიენტების მოქმედება:
- ჰიალურონის მჟავა - კანის ღრმა და ხანგრძლივი დატენიანება. კოლაგენის და საკუთარი ჰიალურონის მჟავის სინთეზის სტიმულირება. კანის ტურგორისა და ტონუსის მომატება. მგრძნობელობის და სიწითლისადმი მიდრეკილების შემცირება.
- არვის მჟავა - ახდენს ანთებითი პასუხის სიმულირებას, არეგულირებს მაკროფაგების აქტივაციას და ანთებითი მედიატორების, მათ შორის IL-1; IL-10; TNF-α-ს გამოთავისუფლებას. ამის წყალობით, მიიღწევა პრეპარატის მაღალი ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი უნარი. ასევე, ქარვის მჟავა აქრობს ლიმფოსტაზს და აუმჯობესებს ლიმფური დრენაჟის სისტემის ფუნქციონირებას.
გამოყენების ჩვენებები:
- დაღლილი მორფოტიპი
- ქრონოდაბერების პირველი ესთეტიკური ნიშნები
- კანის ტონუსისა და ტურგორის დაქვეითება
- შეშუპებისა და პასტოზირებისადმი მიდრეკილება
- კანის მგრძნობელობისადმი მიდრეკილება
- პოსტაკნეს და სტაგნაციური ანთებითი ლაქების კვალი
- მშრალი და დეჰიდრატირებული კანი
- გარე უარყოფითი ფაქტორების ქრონიკული ზემოქმედება
- „სტრესული“ კანი
- კანის მომზადება აქტიური პროცედურებისთვის.
გამოყენების არეალი:
სახე, კისერი, დეკოლტე.
ზოგადი კლინიკური ეფექტები:
- ნაოჭებისა და ნაკეცების გასწორება
- ხანგრძლივი დატენიანება
- კანის მგრძნობელობის შემცირება
- ჯანსაღი ფერი და კანის ბზინვარება
- ანთებითი რეაქციების სიმძიმის შემცირება
- შეგუბებითი ლაქების აღმოფხვრა და მათი პრევენცია
- ლიმფური დრენაჟის სისტემის სტიმულირება და სტაგნაციური შეშუპების შემცირება.
რეკომენდებული კურსი:
3-5 პროცედურა, ყოველ 10-14 დღეში.
გამოიყენება ერთჯერადი პროდუქტის სახით.
გამოშვების ფორმა:
2 მლ შპრიცი.